Check nearby libraries
Buy this book

წინასიტყვაობა
უცნაური მწერალია მიხო მოსულიშვილი, ტკივილიანი მწერალი, ჭრილობები არ უშუშდება. დაწერს და თითქოს სული მოიბრუნაო, მაგრამ მერე ისევ ეხსნება ეს ძველი ჭრილობა და ისევ მიუბრუნდება ტკივილიან სათქმელს. ასეთი რამე იმ დროს ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანისთვის ომი არ დამთავრებულა, ეს მისთვის პირადი მეხსიერებაა. იცის, რაზეც წერს, რადგანაც როგორც მწერალს სხვებზე უკეთესად ესმის, რომ ომში ყველაზე მძიმე და ტკივილიანი ადამიანის სიკვდილი კი არა, მისი სულიერი დაცემაა, ზნეობრივი გატეხვა. ამიტომაცაა, რომ მისი ყოველი ახალი წიგნი მკითხველს მძიმე გამოცდის წინაშე აყენებს. ვიღაცა ამ გამოცდას გაუძლებს და ვიღაცა - ვერა, თუმცა, ამ ტკივილიან დაძაბულობას ვერავინ ასცდება.
სინამდვილეში ეს წიგნი ომზე სულაც არაა, ის ადამიანებზეა, მათ ხასიათებზე, არჩევანზე, ბედისწერაზე, დანაშაულის განცდაზე, ადამიანების ნამდვილი ბუნების ამოცნობაზე. აქ კეთილი, ბოროტი, ძლიერი, სუსტი ან მტყუან-მართალი პერსონაჟები კი არ მოქმედებენ, არამედ ისინი, ვისაც მორალური საქციელის ჩადენა შეუძლია და ვისაც - არა.
ეს კრებული ღირებულებებზეა, რომელსაც ავტორი უცვლელად ინახავს: ბუნებასთან სიახლოვეზე, სულიერ სიწმინდეზე, ქვეყანაზე, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულა.
მიხო მოსულიშვილი სიყვარულით წერს თავის გმირებზე და დინჯი თხრობით, გმირების კოლორიტული და ცოცხალი მეტყველებით მკითხველი ძალდაუტანებლად შეჰყავს ატმოსფერულ, კინო-პროზაულ სამყაროში. სხვანაირად ვერც მოიქცევა, სანამ იარსებებს დარღვეული საზღვრები, გაწყვეტილი ურთიერთობები, დამსხვრეული
ბედი და ისტორიული უსამართლობა, ეს ჭრილობა პირს არ შეიკრავს.
ჰოდა, რა მოასვენებს მწერალს, ან რა გამოლევს მის ტკივილიან სათქმელს?
მწერალი
გიორგი კაკაბაძე
Check nearby libraries
Buy this book

People
Vazha Pshavela (1861-1915)Times
the modern eraEdition | Availability |
---|---|
1
Dardisas getkvi: Seven stories, eight cycles of miniatures, and two essays
May 18, 2023, Bakmi Publishing House
Paperback
in Georgian
- First edition
9941483574 9789941483578
|
aaaa
|
Book Details
First Sentence
"ადე, ბიჭო, ლევანო, ადექი მეთქი. აი, წითელი კვერცხები გაგვიგორეს საფლავებზე. ჰო, ჰო, აღდგომა დღე გათენდა და მაგისი მადლითა. ესა, აქ რო მოხუცი გვიდგას, ეს არი ამ ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარი დედა კვირილა. ესენი კიდევა, წითელი კვერცხები რომ დაგვიგორესა და საფლავებს გვიწმენდენ, ანგელოზები ჯერ ვერა, აქაური მორჩილები არიან: ფილოთეა, სოფია, თაისია და ევანთია... რა უნდა გითხრა და, რა ვიცი... რაც წამომაგონდება, ცოტ-ცოტაობით მოგიყვები, გრძლად რო არ გამოვიდეს მერე. დიდი ხანია არ მინახიხარ, თორემა მე ლაპარაკის ხამი კი არა ვარ."
Table of Contents
Edition Notes
Collection of Short stories
Contributors
The Physical Object
Edition Identifiers
Work Identifiers
Work Description
Sadness is a taste of things...
Community Reviews (0)
May 27, 2023 | Edited by Chan Go U | Edited without comment. |
May 27, 2023 | Created by Chan Go U | Added new book. |